logo
ENG



მაჟორიტარები ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტში კრიტიკულად შეხვდნენ

13 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
e20dvcawjghs92h.png

მაჟორიტარები ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტში კრიტიკულად შეხვდნენ.

კახა ოქრიაშვილმა კობახიძეს მიმართა, რომ მისი მოხსენება ცალმხრივი იყო და კობახიძემ არაფერი თქვა მაჟორიტარული და შერეული სისტემის დადებით მხარეებზე.

„თქვენი მოხსენება იყო ცალმხრივი, რადგან განიხილეთ მხოლოდ პროპორციული სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე და არაფერი თქვით მაჟორიტარული და შერეული სისტების დადებით და უარყოფით მხარეებზე,“ - მიმართა ოქრიაშვილმა კობახიძეს.

დაჩი ბერაიამ უპასუხისმგებლო უწოდა ოპოზიციურ პარტიებს და დასვა კითხვა, გამოავლენენ თუ არა ისინი მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

„როგორც ფიქრობთ, ეს უპასუხისმგებლო პარტიები და პოლიტიკოსები, გამოავლენენ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და იქნება ეს ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი?“ - აღნიშნა მან.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი თავმჯდომარის გამოსვლაში, უფრო მეტი ნეგატივი იყო, ვიდრე პოზიტივი.

„მცდელობის მიუხედავად ნეგატივი ჭარბობდა, ვიდრე პოზიტივი. თვენს გამოსვლაში უფრო მეტად ჩანს საფრთხეები. ძირითადად არის მოსაზრება აქაც და გარეთაც, შევპირდით და უნდა გავკეთოთ,“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაისვა კითხვა, ვისთან უნდა შეექმნათ კოალიცია საჭიროების შემთხვევაში, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ არავისთან.

 


close დახურვა