logo
ENG



მარგველაშვილი: თუ ჩვენ ვიცავთ დასავლურ არჩევანს, ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერები დასავლეთში

28 იან 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი მარგველაშვილის აზრით, პატრნიორების მოტყუება არ შერჩება არცერთ მმართველს. როგორც მეოთხე პრეზიდენტმა განმარტა, კონგრესმენების წერილები ეხება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ უმეტესწილად ხალხს, ვისი არჩევანიც არის დასავლეთი.

„არც სააკაშვილს, არც შევარდნაძეს არ ჰქონდა ილუზია, რომ პარტნიორებს მოატყუებდა. ეს რაღაც შეზღუდული აზროვნება არ ახასიათებდათ მათ. ამას უნდა ღირსებით და პატივისცემით მოპყრობა. რომ უთხრას, აუცილებლად გაგიკეთებ და მერე გადააგდოს, არ ჰქონდეს ილუზია, რომ შერჩებათ. ეს წერილი, ჩემი აზრით, ბევრად მეტად გვეხება ყველას, ვიდრე მხოლოდ გახარიას და ივანიშვილს. თუ ჩვენ ვიცავთ დასავლურ არჩევანს, ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერები. წერილში წერია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მეტს - სწორედ ამაზეა საუბარი, ესაა მთავარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა".


close დახურვა