კონგრესმენების მიერ კრიტიკის წერილებზე ხელისუფლების რეაქციის შეფასებისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კომიკურია კონგრესმენების დათვლა. როგორც მან სოფო ზურაბიანთან სტუმრობისას განმარტა, ეს პოლიტიკოსები არიან ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად უჭერდნენ საქართველოს მხარს და ევალებათ საქართველოსთან დაკავშირებით დასვკნების გაკეთება.
„კომიკური თემა იყო, კონგრესმენებს რომ ითვლიდნენ. აღარ ვიცი, თქვენთან ვისაუბრო თუ მშვილდაძესთან ამ საკითხზე. შვიდმა ადამიანმა რომ იცის საქართველოში მდგომარეობის შესახებ და გაკრიტიკებენ, ცოტა ჰგონიათ. ესენი არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც ევალებათ საქართველოზე პოზიციის გამოხატვა და მათ გაიტანეს საქართველოზე პიკური აქტი - საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ამ ადამიანებმა გაიტანეს ორპარტიული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრიტიკული წერილები საქართველოს მთავრობისადმი აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან შვიდმა პოლიტიკოსმა გამოგზავნა.