logo
ENG



მარგველაშვილის სიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20 ივლ 202022:50
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 19 ივნისს მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო "პარაგრაფში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც გოგოჭურიც მონაწილეობდა. 

მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს. მას ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მინდია გოგოჭური კანონდარღვევის გამო დააკავა. 


close დახურვა