logo
ENG



მარგუს ცაკნა: ეს კანონი არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება

15 მაი 202410:56
3 წუთის საკითხავი
 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაკნამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან აშორებს, რასთან დაკავშირებითაც, "ევროკავშირს პასუხი ექნება."

მისი თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს რიგ შესაძლებლობებს, ხოლო რაც შეეხება დემონსტრანტებზე ძალადობას და მოქალაქეებზე ზეწოლის, გამო სანქციები იქნება დაწესებული.

რუსულ კანონზე საუბრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ესტონეთი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოს განვითარებას და ასევე დასძინა, რომ რუსული კანონი ნათლად გამოხატავს არჩევანს ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

"აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ლექცია, თუ რა უნდა გააკეთოს ხალხმა. არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნები სწორედ ამისთვის არის. და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი სურთ, რომ მათ ჰქონდეთ. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც თქვენი რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენი ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია. ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა საშიშროების ქვეშ დააყენა. სად ვიყოთ - თავისუფლებისაკენ, თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ - ეს არის ახლა თქვენი არჩევანი.

დღეს აქ ვიმყოფები ვინაიდან, ესტონეთს ისტორიულად და დღესაც საქართველო ადარდებს. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი. ჩვენ საქართველოსთვის საუკეთესო მეგობრებისთვის ისტორიულად და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას. ყველაფერ იმას, რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები. ეს კანონი არის სიმბოლო - სიმბოლო არჩევანისა ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება. ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე და თუ თქვენ გაატარებთ რიგ რეფორმებს, რომლებიც თანხვედრაშია ღირებულებებთან, თქვენ ამის შესაბამის შედეგებსაც მიიღებთ.

თუ უკუსვლით წახვალთ, თქვენ რიგ შანსებს დაკარგავთ და ამ მიმართულებებით ადამიანების უფლებების დარღვევისა და ზეწოლის შემთხვევაში სანქციები იქნება დაწესებული. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი ევროკავშირშია. ეს არის პრინციპული არჩევანი და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ ამ გზაზე", - თქვა ცაჰკნამ პრესკონფერენციაზე.


close დახურვა