logo
ENG



მართვით სუნთქვაზე მყოფ ინფიცირებულ ჩვილებს დელტა და ბრიტანული შტამი დაუდასტურდათ

09 ივლ 202114:26
3 წუთის საკითხავი
 

ციციშვილის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული ჩვილების მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ჟურნალისტებთან საუბარში კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ მათგან ერთს ინდური, დელტა შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ბრიტანული შტამი აქვს. მესამე ჩვილზე ინფექციის შტამის განსაზღვრისთვის კვლევა გრძელდება. 

"სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამივე მართვით სუნტქვაზეა. დელტა შტამია ერთ პაციენტთან, მეორესთან ბრიტანული შტამია დადასტურებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დელტა შტამით დადასტურებულ პაციენტთან", - თქვა მაია ჩხაიძემ.  

9 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 598 აცრა, სულ კი - 289 399.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი. 


close დახურვა