logo
ENG



მარიამ კუბლაშვილი, თამთა თოდაძის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო დააჯარიმეს

24 დეკ 201919:15
3 წუთის საკითხავი
 
i5grsuazkct5xkt.jpg

ძალადობის საქმეზე ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “სენსიტიური ინფორმაციის" გავრცელების გამო დააჯარიმეს.

საქმე ეხება ილია ჯიშკარიანის მიერ მის თანაშემწე თამთა თოდაძეზე შესაძლო ძალადობის საქმის ფარგლებში, ადვოკატის მიერ თოდაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა, 1000 ლარი დაეკისრა.

„სახელმწიფო ინსპექტორმა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტის გასაჯაროების კანონიერება. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში გასაჯაროვდა განმცხადებელთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია. საქმის შესწავლისას, ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება. ასევე, არ დადასტურდა აღნიშნულ მომენტამდე თავად განმცხადებლის მხრიდან იგივე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტი. შესაბამისად, ადვოკატს დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა