დამოუკიდებელი დეპუტატის, მარიამ ჯაშის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა აღდგება, სკოლები ორ მთავარ კრიტერიუმს - სოციალურ დისტანცირებასა და სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს - უნდა აკმაყოფილებდეს.
ასევე ჯაშის თქმით, თუ პედაგოგებს მეტი დატვირთვით მუშაობა მოუწევთ, მათი ანაზღაურება შესაბამისი უნდა იყოს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლის განახლება სკოლებში უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ეს იქნება სოციალური დისტანცირება და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრულყოფილად დაცვა. თუკი იქნება აუცილებელი პედაგოგთა უფრო მეტი დატვირთვა, ბუნებრივია, სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს დამატებითი ანაზღაურება, რომ იყოს მასწავლებლების შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მე იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად სკოლაში დაბრუნება იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს მარიამ ჯაში.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს. როგორც პლატფორმა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა, კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით, ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.