logo
ENG



მარიამ ჯაში: მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი ნამდვილად არის

28 თებ 202023:51
3 წუთის საკითხავი
 
word6i0p7cuw2ps.jpg

 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით დასრულდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, მოლაპარაკებებზე საბოლოო კონსესუსი ჯერჯერობით არ არის მიღებული, მისივე განცხადებით დიპლომატიური კორპუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას კომპრომისული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

„საბოლოო კონსესუსი ჯერ არ არის მიღწეული, სწორედ ამიტომ ჯერ რთულია იმის გაჟღერება მეხუთე რაუნდი როდის ჩაინიშნება, იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობა, მათი მცდელობაა რომ იქნეს მიღწეული შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ კიდევ იქნას გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები, რომ დაახლოვდეს პოზიციები. კონკრეტული რიცხვების და ვადების თხოვნა არის და შეთანხმება რომ არ ვაჟღერებთ მედიაში საჯაროდ, ვიდრე არ იქნება საბოლოო წინადადება, პროგრესი ნამდვილად არის მიმდინარე მოლაპარაკებებში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 


close დახურვა