logo
ENG



მარინა ეზუგბაია: 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

12 ივნ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 

"9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია",- ეს განცხადება მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბმისი კვლევა, რათა წყარო დროულად დადგინდეს.

"9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 3 სამედიცინო პერსონალია. 3 საკარანტიო ზონიდან ანუ იმპროტირებული; ორი უკვე დადასტურებულ ინფიცირებულთან მყოფი პირი. ერთის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ეს ინფიცირებული გახლავთ თბილისში",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საერთო ჯამში 4 წყაროა უცნობი და ყველა მათგანზე ჩაღრმავებული კველვა მიმდინარეობს, რაც გულისხმოვს ყველა კონტაქტის გამოვლენა. ეს კი ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მდგომარეობას, კლინიკაში 38 ინიფიცრებულია მოთავსებული.

"ჩვენ გუშინ გვყავდა 2 გამოჯანმრთელებული შემთხვევა და ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 38 დადასტურებული პაციენტი. კვლავ გვყავს ორი მძიმე პაციენტი პნევმონიით. მათი მდგომაროება ჯერჯერობით არაა სტაბილური. დაავადება პროგრესირებს, მაგრამ იმედია ეს არ იქნება მძიმე და სწრაფი. იმედია დაემორჩილება მკურნალობას",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 837-მდეა გაზრდილი. გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი.


close დახურვა