„ახალი შემთხვევებიდან კოვიდ 19-ით ინფიცირებული 10 წლის ბავშვია,“ - ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი განცხადებით ის ბათუმიდან მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში. კითხვაზე მშობელსაც უდასტურდება თუ არა კოვიდ 19 ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ დროისთვის მისი ტესტის პასუხმა უარყოფითი აჩვენა.
„დღეს დილიდან დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა. ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში არის შემოყვანილი. ახალი ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული. მისი მდგომარეობა მძიმე არაა. ხვალ მოგახსენებთ საბოლოოდ მის ზოგად მდგომარეობას. მეორე დადასტურებული პაციენტი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან გადმოჰყავთ თავის მშობელთან ერთად. მშობელს კორონავირუსი არ უდასტურდება. ჯერჯერობით ბავშვია დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 117 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 23. კარანტინის რეჟიმში - 5783 ადამიანი8 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301 ადამიანია.