logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი 6 წლის მოზარდია

17 აპრ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 
2j4lwbp7pebugpj.png

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 45 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. ბოლო 24 საათის განმავლობაში დამატებული შემთხვევებიდან კი ერთი მოზარდია. 

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და არცერთის მდგომარეობა არ გართულებულა. 

“დღეს დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. როგორც დილით მოგახსენეთ დადასტურებული შემთხვევა 370-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი.  ახალი დამატებული 34 პაციენტიდან, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა, 6 პაციენტი შევიდა ინფექციურ საავადმყოფოში. 

45 დადასტურებული პაციენტი გვყავს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. უკვე 101 პაციენტი გვყავს ჩვენ გატარებული ამ 370 შემთხვევიდან. 101 პაციენტიდან ნახევარზე მეტი უკვე გაჯანმრთელებულია

6 პაციენტიდან ერთ-ერთი, რომელიც დღეს შემოვიდა ერთი მოზარდია. 6 მოზარდს დაემატა მე-7 მოზარდი მაგრამ მისი მდგომარეობა არაა საგანგაშო, არსებული მონაცემებით საშუალოზე მსუბუქია.

ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა. ჩვენი ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობს სტაბილურია. მძიმე პნევმონიები, რომლები გვყავს სუნთქვის უკმარისობის გაძნელების გარეშე არიან. დაახლოებით 6-7 პაციენტია და მათი მდგომარეობაც სტაბილურია.

თუ ისე იქნება, რომ არ მოემატება 30-ზე მეტი და ამ დროს გაეწერებიან ყოველდღიურად პაციენტები, მაშინ პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ ეს 440 საწოლი, რომელიც პირველ ეტაპზეა საკმარისი შეიქნას. თუ ეს ასე არ მოხდა არსებობს სხვა გეგმები, რომლებიც განხორციელდება“, - აცხადებს ეზუგბაია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევა ფიქსირდება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული 79 ადამიანია, გარდაიცვალა - 3. კარანტინის რეჟიმში - 5035 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540.


close დახურვა