logo
ENG



მარინა ეზუგბაია - ვფიქრობ, მკაცრი რეგულაციების დაბრუნების საჭიროება არ დადგება

01 ივნ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
rftwg2coxx32m9t.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირების მიუხედავად, რეგულაციების ხელახლა გამკაცრების საჭიროება არ დადგება.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ახალი კლასტერის გავრცელების საშიშროება არ დგას. ამასთან, ეზუგბაიამ რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეებმა კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ.

„ვფიქრობ, რეგულაციების გამკაცრების ღონისძიებებზე დაბრუნების საჭიროება არ დადგება, რადგან ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება ალბათ და აღარ მგონია, რომ მათი კონტაქტები... ყველას იზოლაცია მოხდა, აქედან გამომდინარე არ მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ჩვენი ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი. აქაც უკვე ისეთ შთაბეჭდილებაა, რომ ბოლოსკენ გავდივართ და ვნახოთ ეს ორი კვირა დაგვჭირდება. კიდევ კონტაქტებიდან კვლევისას 14 დღეზე გასული თუ უკვე დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ბეწვის ხიდი გავიარეთ და არ მგონია საუბარი იყოს გამკაცრებაზე. თუმცა, მუდმივად ვამბობთ, რომ არ არის საჭირო ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ჩვენს თავებს და ჩვენს ოჯახებს მოვუფრთხილდეთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რაოდენობა 624-ს შეადგენს. 794-დან 12 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა