logo
ENG



მარინე ეზუგბაია: ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი

08 მარ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 
b1t2qmgdnfjb8w2.jpg

დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული, აქედან 9-ის ანალიზების პასუხი დღეს იქნება. შედარებით მძიმე მდგომარეობა აღენიშნება ერთ პაციენტებს, რომელსაც პნევმონია დაუფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ავრცელებს.

"დილის მდგომარეობით, ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა. ამ ეტაპზე ჩვენთან მოთავსებულია 12 ინფიცირებული. მძიმედ გამოხატული კლინიკა აქვს მეოთხე პაციენტს, თუმცა მდგომაროება სტაბილურია", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. 

კორონავირუსით საქართველოში სულ 13 ადამიანია ინფიცირებული.  ინფექციურ საავადმყოფოებში მიმართვა გაზრდილია. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. 

 


close დახურვა