logo
ENG



მარიტას საქმე - შაბათის ფორმულა

24 ივნ 202321:40
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის მრავალ ტომიან საქმეს თან ახლავს და გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. კადრები ჩანს როგორ გადაადგილდებიან ჩართულ შადრევანში 12 ოქტომბერს, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გრინსერვისის თანამშრომლები. 12 ოქტომბერს, ვაკის პარკის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი  15 საათსა და 16 წუთზე წყდება და განახლდება მხოლოდ 21 საათსა და 10 წუთზე. ამ წყვეტას  თელასში ავარიით ხსნიან, თუმცა თელასიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ავარია დაფიქსირებულია 15 საათსა 45 წუთზე. კითხვა: რატომ გაითიშა კამერა ნახევარი საათით ადრე - ამ დრომდე პასუხგაუცემელია. 


close დახურვა