logo
ENG



მარიუპოლის 36-ე ბრიგადის მეთაური ერდოღანს დაჭრილების თურქეთში გადაყვანას სთხოვს

30 აპრ 202201:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/30/7p9wjjqg0p6x4kf.jpg

უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, სერჰიი ვოლიანსკიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდორანს მიმართა, დაიწყოს მოქალაქეებისა და სამხედროების ექსტრაქციის პროცედურა, რათა დაშავებულები თურქეთში გადაიყვანონ.

ამის შესახებ საზღვაო ბრიგადის მეთაურმა Habertürk TV-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

მეთაური აცხადებს, რომ ამ დროისთვის მარიუპოლში 600-მდე დაჭრილი სამხედროა. აზოვსტალს თავს ასობით მოქალაქე აფარებს, რომელთა ნაწილი ასევე დაჭრილია. 

„ჩვენ ახლა 600 სამხედრო გვყავს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ვისაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, ვინც დაიჭრნენ და ასევე სჭირდებათ დახმარება. ასობით მოქალაქე და ათობით ბავშვი უსაფრთხო ადგილს ჩვენთან ერთად აზოვსტალის მეტალურგიის ქარხანაში ეძებს. ყველაზე უმცროსი 4 თვისაა.

მე მივმართავ თურქ ხალხს და პრეზიდენტს, რომ დააყენონ ექსტრაქციის პროცედურის ინიციატივა და გააკეთოს ყველაფერი მარიუპოლის გარნიზონის თურქეთში გადასაყვანად, რათა აზოვსტალიდან გამოგვიყვანოთ თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს“ - განაცხადა ვოლიანსკიმ.

მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ აზოვსტალში მდგომარეობა მძიმეა და თავდასხმები არ შეწყვეტილა.

რამდენიმე დღის წინ კი ოკუპანტებმა გაანადგურეს საველე საავადმყოფო რის შედეგადაც ექიმებს ახლა სამხედროებისა და მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა აღარ შეუძლიათ.

ვოლინსკის თქმით, ასობით მოქალაქეს, მათ შორის 60 ბავშვი ამ დრომდე თავს აფარებს აზოვსტალის ბუნკერებს.

ექსტრაქცია გულისხმობს სამხედროებისა და მოქალაქეების გადაყვანას საომარი ზონიდან უსაფრთხო ადგილზე, მაშინ როცა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია.

 

close დახურვა