logo
ENG



მარიუპოლის მერის მოადგილე: ბოლო მონაცემებით, ქალაქში 1 207 მოქალაქე დაიღუპა

10 მარ 202221:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/xtpk5sfu31ch1v8.png

მარიუპოლის მერის მოადგილის, სერგეი ორლოვის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ქალაქში 1207 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

მისივე განცხადებით, შეუძლებელია ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება. მარიუპოლში მოქალაქეებს მასობრივ სასაფლაოზე კრძალავენ, რადგან ქალაქგარეთ მდებარე სასაფლაოებამდე მიღწევა ვერ ხერხდება.

სერგეი ორლოვის თქმით, ამ დრომდე მოსახლეობა ვერ ტოვებს ქალაქს და ვერც დახმარებას იღებს, რადგან მარიუპოლი რუსული ჯარებითაა შემორტყმული.


close დახურვა