logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩეველი: თუ სადმე არის ჯოჯოხეთი, ეს აზოვსტალია

05 მაი 202212:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/htyi8ygs0odag86.jpg

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხანაზე განუწყვეტელი შეტევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზოგიერთი ბრძოლა ქარხნის გალავნის შიგნითაცაა.

"ამჟამად თუ სადმე არის ჯოჯოხეთი, ეს აზოვსტალია" , - აცხადებს ანდრიუშენკო.

მისივე თქმით, საცხოვრებელი კვარტალი, რომელიც ქარხანასთან ახლოს მდებარეობს, სასწრაფოდ დაცალეს.

"თავისუფლების ბოლო თავისუფალი 11 კვადრატული კილომეტრი მარიუპოლში ჯოჯოხეთად იქცა", - დაამატა მან.


close დახურვა