logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩეველი: მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოვაჩინეთ

21 აპრ 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/mtbtip527k8mux7.jpg

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა მასობრივი საფლავები მარიუპოლთან ახლოს სოფელ მანგუშში შექმნეს. თითოეული ასეთი საფლავის ზომა 30 მეტრამდეა. 

„დიდხნიანი ძებნისა და დაღუპული მარიუპოლის მოსახლეობის მასობრივი საფლავების იდენტიფიკაციის მცდელობის შემდეგ, ჩვენ მასიურ საფლავებს სოფელ მანგუშში მივაკვლიეთ.

შემოვლითი გზის მიმდებარედ ოკუპანტებმა რამდენიმე მასიური საფლავი გააკეთეს, თითოეული 30 მეტრამდე ზომისაა. სატვირთოებს მოაქვთ დაღუპულთა ცხედრები და მათ ფაქტობრივად ერთად ყრიან", - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

მისი ინფორმაციით, ყველა ცხედარი პოლიეთილენის პარკშია გახვეული, რაც ასევე ადასტურებს პირველად ინფორმაციას, რომ მარიუპოლში დაღუპულთა ცხედრებს რუსი სამხედროები ერთად აგროვებდნენ.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ეს ომის დანაშუალების პირდაპირი სამხილები და დანაშაულის დაფარვის მცდელობაა.


close დახურვა