logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩევლის ცნობით, მარიუპოლში 70 უკრაინელის ცხედარი იპოვეს

27 მაი 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/ue5nqu05anayshz.jpg

მარიუპოლში კიდევ ერთი მასიური მკვლელობის ადგილი აღმოაჩინეს, იმ ქარხანაში, რომელიც რუსეთმა გაანადგურა.

მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს ცნობით, კუინჯის ქუჩაზე, ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე 70 დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს. მისი თქმით, რუსი სამხედროები ახლა საწარმოს ნანგრევებისგან წმენდენ.

ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ოკუპანტები დაღუპულთა ცხედრების სოფელ სტარი კრიმში გადაყვანას და მასიურ საფლავში დაკრძალვას გეგმავენ და არ ახდენენ დაღუპულების იდენტიფიკაციას თუ აღრიცხვას. 

„მიზეზი იგივეა- ადამიანები ოკუპანტების მიერ შენობის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებში მოყვნენ. დაღუპულთა ცხედრები პოლიეთილენის პარკებში ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მასობრივ საფლავში დასაკრძალად გადაიყვანეს. იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედრების მდგომარეობის გათვალისწინებით, არაფერია რითაც იდენტიფიკაცია მოხდება“ - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

20 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრიდან ნანგრევებისგან გასუფთავება დაიწყეს და ასობით დაღუპული უკრაინის მოქალაქის ცხედარი გაიტანეს.

„ჩვენ არასდროს გვეცოდინება რამდენი მოქალაქე მოკლა რუსულმა ბომბმა თეატრში. დაღუპულები მანგუშში მასიურ საფლავში არიან დამარხული და დაღუპულები არ არიან აღრიცხული“- განაცხადა პეტრო ანდრიუშჩენკომ.


close დახურვა