დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც ქალაქს აკონტროლებს, საზაფხულო ბანაკი მოაწყო, სადაც ბავშვებს უკრაინის სიძულვილს ასწავლიან.
საბჭომ ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელიც, მათი განცხადებით, ახლომდებარე სოფელ მელექინოში გადაღებული - სწორედ აქ მდებარეობს ბანაკი. ფოტოებზე ასახულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბავშვები, რომლებიც კალაშნიკოვებს შლიან და სანაპიროზე განაღმვის ტექნიკას სწავლობენ.
მცირეწლოვნებს ფოტოებზე ერთნაირი წითელი მაისურები აცვიათ და ქუდები ახურავთ.
მარიუპოლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მელექინოს ბანაკი ნაცისტური ჰიტლერის ახალგაზრდული მოძრაობის საფუძველზე შეიქმნა და რომ აქ ბავშვებს "ტვინებს ურეცხავენ რუსული პროპაგანდის შესაბამისად".