logo
ENG



მარიუპოლის საბჭო: ქალაქში არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ეშერიხია კოლის საშიშროება

28 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/8ojjhk0vvd9caia.jpg
(Alexander Ermochenko/Reuters)

მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქი დაუცველია ეპიდემიების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ მარიუპოლში საშინელი სანიტარული პირობებია და ათასობით ცხედარი შეუგროვებელი რჩება.

მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა და ცენტრალიზებული წყალმომარაგების არარსებობისა, დაახლოებით 100 000 ადამიანი კვლავ ცხოვრობს ქალაქში.

ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ეშერიხია კოლის საშიშროება.

საბჭოს თქმით, ქალაქში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, რომლებიც ტემპერატურის მატებასთან ერთად გაუარესდება.

"ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ქალაქში შეიძლება მალე გაჩნდეს ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის დაშლის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო."

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ თქვა, რომ : "ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ იქ მყოფ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით. ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია."

მარიუპოლის მერის ინფორმაციით, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 


close დახურვა