logo
ENG



მარკ მილი: უკრაინაში ომის დროს ორივე მხრიდან 200 ათასამდე ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა

10 ნოე 202210:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/apxcbt3zu61sff8.jpg

აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის გენერლის განცხადებით, უკრაინაში ომის დროს სავარაუდოდ 100 ათასი რუსი და 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას გენერალმა მარკ მილმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ასევე თქვა, რომ კონფლიქტის დროს 40 ათას მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"ეს ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბია", - თქვა მილმა.

უკრაინის გენერალური შტაბის 9 ნოემბრის მონაცემებით, ომში 77 ათასი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო მონაცემები ფრონტის ხაზიდან 21 სექტემბერს გაავრცელა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ იმ დროისთვის მხოლოდ 6 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგეს.


close დახურვა