logo
ENG



მარკ რუტე კიევში ჩავიდა

03 ივნ 202613:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/z1j4ke44z71pxjn.png

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ კიევში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლა.

სიბიჰას თქმით, რუტე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და ასევე მნიშვნელოვან შეხვედრებს დაესწრება.

„ღრმად ვაფასებთ ნატოს ერთიანობასა და ძალას უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ერთად ვიცავთ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ვიზიტის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.


close დახურვა