logo
ENG



მარნეულელი აქტივისტი: მარნეულში ახალგაზრდა აქტივისტების მიმართაც ხშირად ხდება მუქარები

11 თებ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის რაშიდ ზიადალიევის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. რაშიდ ზიადალიევის და მისი უფლებადამცველების განცხადებით, პროცესი მოულოდნელად ჩაინიშნა.

„რა თქმა უნდა მთელი ეს პროცესი უკავშირდება მარნეულში ჩვენს აქტივობას. მარნეულში ვინც ახალგაზრდა აქტივისტები არიან მათ მიმართაც ძალიან ხშირად ხდება მუქარები“ - აცხადებს რაშიდ ზიადალიევი.

უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ეს პროცესი მხოლოდ სამართალდარღვევაზე რეაგირების საკითხი არ არის და უფრო ფართო მასშტაბით დასანახი საქმეა.

„შევეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ ეს პროცესი მხოლოდ სამართალდარღვევაზე რეაგირების საკითხი არ არის, ეს არის უფრო ფართო მასშტაბით დასანახი საქმე, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს არამარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით.“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

რაშიდ ზიადალიევის სასამართლო პროცესი გუშინ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავად ზიადალიევმა გაავრცელა. მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც ცნობილია, სამოქალქო აქტივისტს პოლიციელები სურათებს ფარულად უღებდნენ, ზიადალიევი დაინტერესდა, რატომ უღებდნენ ფოტოს ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა პირადობა თან ჰქონდა. კანონის თანახმად, როდესაც მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან აქვს, ინდეტიფიკაციისთვის სურათის გადაღება უკანონოა. სწორედ ამ კანონის თანახმად რაშანმა სამართალდამცველებს სურათი არ გადააღებინა. ზიადალიევი ეჭვობს, რომ პოლიციამ მისი დაკავება წინასწარ დაგეგმა.


close დახურვა