მარნეულისა და სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
დაშავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.