პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი მოათავსეს.
"ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში მარნეულიდან გადმოიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 56 პაციენტია, რომელთაგან 13-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.