logo
ENG



მარნეულის მერი: ჩვენი უწყება შსს-თან ერთად აკონტროლებს სიტუაციას

26 მარ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეოთხე დღეა მარნეული და ბოლნისი მკაცრი საკარანტინო ზონაა. მარნეულის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ. ქალაქის შესასვლელში დეზინფექციის ჩატარებას და ტერიტორიაზე შესვლას რამდენიმე ავტომობილი ელოდება. როგორც მარნეულის მერი მედიასთან განმარტავს ვითარება სტაბილურია და სიტუაცია კონტროლდება.

"დისტრიბუცია ჩვეულებრივ შემოდის მუნიციპალიტეტში და არანაირი დეფიციტი არ არის. ხალხმრავლობა არის თუმცა ჩვენი უწყება შსს-თან ერთად აკონტროლებს სიტუაციას. დისტანცია ყველგან დაცულია. ხმოვანი ავტომობილი ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას და ასევე უკვე ორი დღეა, რაც მათ მშობლიურ ენებზე ვავრცელებთ გაზეთებს",-აცხადებს ზაურ დარგალი.

რაც შეეხება მარნეულის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, ექიმის თქმით ყველას მდგომარეობა სტაბილურია. 

"პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია; გვყავს პაციენტი პნევმონიის დიაგნოზითაც. ნაწილს ვირუსზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა და ნაწილის პასუხს ველოდებით",-განმარტავს ექიმი. 

 


close დახურვა