logo
ENG



მარნეულის მერის მოადგილეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბარი არ სურს

04 ივნ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მერის მოადგილეს საეჭვო ტენდერთან დაკავშირებით პასუხების გაცემა არ სურს. არადა ლაშა ლობჯანიძე სატენდერო კომისიის წევრია და კარანტინის დროს გამოცხადებულ ტენდერს, რომლის ღირებულებაც მილიონ ნახევარი ლარია, დეტალურად უნდა იცნობდეს, ის დოკუმენტების ერთ-ერთი  ხელმომწერია.

ტენდერი 5 ავტობუსის შესყიდვაზე მარნეულის მერიამ მაისში გამოაცხადა. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა რომ გაიმარჯვა კომპანია "აზია სერვისმა" თუმცა მოგვიანებით სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა, იმ მოტივით, რომ კომპანიამ დათქმულ სამ დღიან ვადაში ელექტრონული ხელმოწერები ვერ წარადგინა. ჯამში ავტობუსების შესყიდვა მერიამ "იმ ჯი თი" გრუპისგან გადაწყვიტა, კომპანიისგან რომელმაც ტენდერში ყველაზე მაღალი ფასი აჩვენა.

კორუფციული გარიგების შესახებ ეჭვებს კონკრეტული დოკუმენტაცია ამყარებს. კომპანია "ჯითი გრუპის" სამივე დამფუძნებელი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია.  

 




 


close დახურვა