logo
ENG



მარნეულის საკარანტინო ზონაში 4 საეჭვო შემთხვევის პასუხს ელოდებიან

28 მარ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის საკარანტინო ზონაში 4 საეჭვო შემთხვევის პასუხს ელოდებიან. პაციენტები სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს და ბიოლოგიური მასალა ანალიზისათვის უკვე აუღეს.

ამ დროისათვის ბოლნისში თვითიზოლაციაში 259 ადამიანი იმყოფება. მარნეულში საველე ჰოსპიტალში მოთავსებულ 10 საეჭვო პაციენტს ვირუსი არ დაუდასტურდა, 8 შემთხვევაში კი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 4 300 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, 6 შემთხვევაში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, თუმცა ვირუსი  არ დადასტურდა. მათგან მხოლოდ ერთია გადაყვანილი სავალე ჰოსპიტალში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საკარანტინო ზონაში საკვებისა და საწვავის საკმარისი მარაგებია


close დახურვა