მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული აკონტროლებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ.