logo
ENG



მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის გამო, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა

20 თებ 202117:55
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანიც

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


close დახურვა