logo
ENG



მარნეულში, ქორწინების იძულებისთვის 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს

02 ნოე 202311:49
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულში, ქორწინების იძულების ფაქტზე, 31 ოქტომბერს 14 წლის გოგოს დედა დააკავეს. მას ბრალდება წარუდგინეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვანის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, 14 წლის გოგოს დედას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა