logo
ENG



მარნეულში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 ექიმი კარანტინშია

23 მარ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში საკარანტინო ზონაში 12 ექიმია ჩარჩენილი - ისინი უშუალო შეხებაში იყვნენ პაციენტთან. როგორც ექიმები ამბობენ, მათი კორონავირუსზე ტესტის პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

„ეს არის ახალგაზრდა გოგონა, პრაქტიკებზე იყო ჩვენს კლინიკაში. უშუალო კონტაქტში იყო პაციენტთან ინკუბაციამდე. მეც ვიყავი მასთან შეხებაში - მართვით სუნთქვაზე მე გადავიყვანე. მეც ამიტომ ვარ კარანტინში - დაახლოებით 12 კაცი ვართ, ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი ჩვენი ტესტის პასუხები", - ამბობს თეა ზარიძე, „ჯეოჰისპიტალსის“ თანამშრომელი.

მარნეულელი ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხევვაა დაფიქსირებული, აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინში კი იმყოფება 3320 ადამიანი. მარნეულსა და ბოლნისში კი კარანტინია გამოცხადებული.


close დახურვა