logo
ENG



მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

23 მარ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 
t0tbxf81rtqg8f6.png

მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შუახნის ქალი მარნეულიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადმოიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტს მწვავე რესპირატორული სინდრომები აქვს.

„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. მისი სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად განპირობებული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომით. კლინიკურად სახეზეა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა გითხრა, რომ ყველაფერი ტარდება, მაგრამ სავარაუდოდ დასრულდება ძალიან ცუდად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს 90-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. თუმცა, მარნეულში გაცილებით უფრო მეტ კონტაქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქალი წლისთავზე იმყოფებოდა, სადაც 200-მდე ადამიანი იყო.

იმის გამო, რომ ყველა კონტაქტის დადგენა ვეღარ მოხერხდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. დაიხურა ყველა ობიექტი გარდა საკვებითა და მედიკამენტებით ვაჭრობისა. რაიონების შიგნით შეზღუდულია გადაადგილება გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც ადგილობრივებს დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტი ან საკვები.


close დახურვა