logo
ENG



მარნეულში მუშა საკანალიზაციო ჭის წმენდისას დაიღუპა, გარდაიცვალა მის საშველად ჩასული კაციც

31 ივლ 202212:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/31/szbrqcrdtnflth8.png

მარნეულში 2 ადამიანი საკანალიზაციო ჭაში დაიღუპა. 

გამოცემა aktual.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული მუშა იყო, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა. მან ამოსვლა ვერ შეძლო. 

მის გადასარჩენად ჭაში სახლის მეპატრონე ჩავიდა, თუმცა, ამოსვლა ვერც მან შეძლო და გონება დაკარგა.

მაშველების მოსვლამდე ისინი საკანალიზაციო ჭაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ჯეო ჰოსპიტალის ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. 

ორივე გარდაცვლილი შუახნის ასაკისაა. 


close დახურვა