logo
ENG



მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

12 აგვ 202318:02
3 წუთის საკითხავი
 
მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

მარნეული-სადახლოს გზაზე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 

მიკროავტობუსი ელექტრო გადამცემ ბოძს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები არ დაშავებულან.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე - ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.


close დახურვა