მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის კაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.
მედიის ცნობით, ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - სტაბილური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დაიწყო.
