მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, კაცი დაკავებულია.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.