logo
ENG



მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

28 აპრ 202320:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/28/101g3tvrwdni62j.jpg

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.

კარანტინი ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით [განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა], აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.

განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.

კარანტინი ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.

* * *

გამოცემა ინტერპრესნიუსი მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 22 ადამიანის დაკბენაზე. მათ პრევენციის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ, ორი ადამიანი კი მკურნალობაზე უარს ამბობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი 24 აპრილს დადასტურდა.


close დახურვა