მარტვილში 13 წლის მოზარდი გაუჩუნარდა. მას სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ ვერ პოულობენ. გრძელდება აქტიური სამძებრო სამუშაოები.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვი ერთ-ერთ პედაგოგთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა. მისივე ცნობით, მოზარდი ხონის გზაზე ნახეს.
ამ დრომდე უცნობია გაუჩინარების მიზეზები. გამოძიება დაწყებულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. მიმდინარეობს დაკარგული მოზარდის ახლობლების და ნათესავების გამოკითხვა.