ხანძარია მარტვილის სოფელ ტალერში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროს და ავეჯის ქარხანას უკიდია.
ფორმულას ინფორმაციით, ცეცხლი დღის პირველ საათზე გაჩნდა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა. ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.