მარტის აქციების ბრალდებულის თორნიკე აკოფაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 15 მაისს გაიმართება.
საქმის არსებითი განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს პოლიციელების ჩვენებები და ვიდეო კადრები, რის გამოც, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვა დაეწყო.
მანამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე აკოფაშვილი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.