სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 4.2% შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას - საქსტატის მონაცემებით, ეს რიცხვი 7.2%-ია.
ასევე, საქსტატის ინფორმაციით, საბაზო ინფლაცია წინა წლის მარტთან შედარებით 6.9%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე - 6.6%.
სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ფასების მატების დინამიკასაც. მომატებულია ფასები შემდეგ პროდუქტებზე:
- ხორცი და ხორცპროდუქტები - 4%
- უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები, მინერალური და წყაროს წყალი - 5%
- პური და პურპროდუქტები - 7.7 %
- რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%
- თევზეული - 12.2%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -13%
- ყავა, ჩაი და კაკაო - 13.7 %
- ზეთი და ცხიმი - 35.8%
ხილის და ყურძნის, ასევე, ბოსტნეულის ფასები შემცირებულია, შესაბამისად, 8.6 და 12 პროცენტით.