ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მარჩენკო ინფორმაციით, 1 აპრილს რუსულმა ძალებმა ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს.
მარჩენკოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულებიც.
„მტერმა ოდესის რეგიონის დასახლებაში 3 რაკეტა ისროლეს ყირიმში მდებარე "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსიდან“ - განაცხადა ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
"სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა კი აცხადებს, რომ მტერმა მიზანს ვერ მიაღწია და დაგეგმილ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ვერ დაესხა თავს.
„მტერმა მზაკვრულად სცადა დაერტყა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისთვის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა მოქალაქეების სიცოცხლეს. საჰაერო თავდაცვის ძალების დროული და ეფექტური პასუხის დამსახურებით, რაკეტები არ მოხვდა მტრის დაგეგმილ სამიზნეებს“ - აცხადებს "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა.