logo
ENG



მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი პირველ დამთვალიერებელს დღეს მიიღებს

02 მარ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

 

ერთწლიანი მასშტაბური სამუშაოების შემდეგ, მარჯანიშვილი თეატრის ადმინისტრაციამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი უნიკალურ ექსპონატებს, რომელიც მაყურებელს დასის 90 წლიან ისტორიას უყვება. მუზეუმის სტუმარს 16 მარტიდან უკვე შეეძლება, ნახოს ოცხელის, ახვლედიანის, კაკაბაძის, გუდიაშვილის, თამარ აბაკელიას ნამუშევრები, უძველესი აფიშები და ვასო გოძიაშილის საგრიმიორო მაგიდა, ეს ნაწილია, თეატრალური განძის, რომელიც მუზეუმის მცველს აბარია.

 პირველ დამთვარიელებლებს მარაჯანიშვილის თეატრის მუზეუმი დღეს მიიღებს, თუმცა შემდეგ თეატრის სივრცე სტუმრებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ვადის ამოწურვამდე დროებით დაიხურება. მუზეუმში სტუმრობა, ისევე როგორც სპექტაკლებზე დასწრება, 16 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 

 


close დახურვა