logo
ENG



მასობრივი რეიდები ნავალნის მხარდამჭერთა ოფისში

15 ოქტ 201915:04
3 წუთის საკითხავი
 
fjrhb8r4m0rkio3.jpg

მასობრივი რეიდები ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში. რუსი სამართალდამცველები  ჩხრეკას ერთდროულად 30-თ რეგიონში ატარებენ.

გამოძიების ცნობით, რეიდები ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დაფინანსებასა და ფულის გათეთრების საქმეს უკავშირდება. პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის შტაბის თანამშრომლების ნაწილი დასაკითხად განყოფილებებში გადაიყვანა, ნაწილს კი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ჩამოართვა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ალექსეი ნავალნის ფონდი უცხოური აგენტის სიაში შეიყვანა.


close დახურვა