logo
ENG



მასშტაბური არეულობა ჰონგ-კონგში - პოლიციამ 120-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

24 მაი 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

ჰონგ-კონგში მასშტაბური არეულობა განახლდა. ჩინეთის მიერ უსაფრთხოების კანონის წარდგენის შემდეგ დღეს აქტივისტები ქალაქის ქუჩებში პირველად გამოვიდნენ, თუმცა საპროტესტო მსვლელობა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეები პანდემიის პირობებში სოციალური დისტანცირების წესებს არღვევენ, რომელიც მხოლოდ 8-კაციან შეკრებებს ითვალისწინებს. პოლიციამ უკვე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

არეულობას ჰონგ-კონგში წინ მთელი მსოფლიოდან 200 გავლენიანი პოლიტიკოსის ერთობლივი განცხადება უძღოდა. ლიდერები ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინის გეგმას მწვავედ აკრიტიკებენ.


close დახურვა