ჩილეში დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ რამდენიმე რეგიონში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით შეეცადა. ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, სამართალდამცველებმა 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.