logo
ENG



მასხარა ხარ ხაბე - ზარქუა ხაბეიშვილს პასუხობს

11 ნოე 201914:56
3 წუთის საკითხავი
 
rub27qylzlhosfj.png

მასხარა ხარ ხაბე - ასე აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს. 

საუბარია, კორუფციისა და ბიუჯეტო სახსრების არამიზნორივ ხარჯვაზე, რაშიც ზარქუას ხაბეიშვილი ადანაშაულებს. 

"იქ სახელმწიფომ უთხრა რომ გეკუთვნითო. მომიჯნავე არის, 189 კვ.მეტრი 2 წლიან ვალდებულებით 1000 ლარით. ამ წლებში გარკევული პრობლემები შეექმნათ და გაყიდეს ეს მიწის ნაკვეთი. ამ ვალდებულებებით გადაეცა შემდეგს. მასხარა ხარ ხაბე, ჩვეულებრივი ბოლივუდის მასხარა ხარ. არაკომპეტენტური ხარ. სხვა რამე მონახე. ჩაგივარდა ეს სისულელე. 70-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ ჩემი ოჯახი და ღირსეული ოჯახია. ამაზე რომ პასუხის ვცემ, ამაზეც მარკა აგიწიე,"- განმარტავს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ზარქუას კორუფციასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ზარქუას სიდედრზე წლების განმავლობაში საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულებამაც ჯამში 700 ათასი ლარი შეადგინა. ლიანა ლომსაძეს ტერიტორიაზე 100 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა პირობა არ შეასრულა და საბოლოოდ მიწის ნაკვეთი გაყიდა. ხაბეიშვილის ბრალდება უკვე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა. ის განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთს მისი ოჯახი 70 -იანი წლებიდან იყენებდა, მისი ოფიციალური გადაფორმების პროცესი კი 2007 წელს დაიწყო. 


close დახურვა